სოფელ ლაფანყურში სამი ადამიანი იარაღით დაჭრეს
თელავის მუნიცპალიტეტის სოფელ ლაფანყურში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ჯერ სუფრაზე, შემდეგ კი ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს. ექიმის თქმით, დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.