მომდევნო დღეებში საქართველოში თოვლი, ქარბუქი, ნისლი და გზებზე ლიპყინულია მოსალოდნელი
21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.