თელავში, დაბახნების წყაროს მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაბინძურებულია- ფოტოები
თელავში, დაბახნების წყაროს მიმდებარე ტერიტორია კვლავ დაბინძურებულია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ნაგავია მიმოფანტული და საშინელი სუნია. ადგილობრივი მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
როგორც ცნობილია, აქ მდებარეობს დაბახნების წყარო თელავის ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში, ჩოლოყაშვილის ქუჩისა და მაწანწრის დასახლებასთან ახლოს. წყაროს წყლით ტურისტებთან ერთად ადგილობრივებიც სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ახლახანს ამ ტერიტორიასთან ახლოს სამანქანე გზის რეაბილიტაციაც მოხდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ბევრი ტურისტი გადაადგილდება და მსგავსი ადგილების დასუფთავება ხშირად უნდა ხდებოდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები საკუთარ ქალაქს და უბანს უვლიდნენ. ამ მხრივ ქალაქშია არაერთი სამოქალაქო აქცია და ღონისძიება ჩატარდა, თუმცა პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.