სოფელ ჩუმლაყში მოქმედი კომპანია „კეთილი და პატიოსანი” საექსპორტო არეალს აფართოებს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მოქმედი „კეთილი და პატიოსანი” საექსპორტო არეალს აფართოებს და ახალ არომატებს ამატებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დასალევი ხილ-ბოსტნეული შესაძლოა, გალფის ქვეყნებში შეიტანონ. კომპანიაში განმარტავენ, რომ პროდუქცია საფრანგეთის და აშშ-ს ბაზარზეა წარმოდგენილი. ასევე იგეგმება საექსპორტო არეალის გაფართოება.
გაზაფხულზე „კეთილი და პატიოსანი“ მომხმარებელს ორ ახალ არომატს, ციტრუსის და ბროწეულის მიქსს შესთავაზებს.
ამ ეტაპზე კომპანია 15 დასახელების პროდუქციას აწარმოებს. აქედან 8 დასალევი ხილ-ბოსტნეულია, 7 – „პოპორელის“ სოუსები. პროდუქცია „ქართული აგროპროდუქტის” საწარმოში მზადდება.