სეზონური ვირუსები – როგორია კლინიკებში მიმართვიანობა
გადაცემაში ,,ღია ეთერი” გიყვებით კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. ვსაუბრობთ სეზონურ ვირუსებზე და სპეციალისტების პროგნოზებზე. დღეისათვის, დაახლოებით, 15 მდე სახეობის ვირუსი ცირკულირებს. სპეციალისტები ამბობენ რომ მათგან საყურადღები 3 მათგანი, მათ შორის ე.წ. ღორის გრიპი. ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად რესპირატორული ვირუსებით ინფიცირების შემთხვევები მატულობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ვირუსებია გავრცელებულია ახლა, როგორია მისი მკურნალობისა და პრევენციის გზები და როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი. ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.