ახალი ამბები

საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ ,,თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს 50 წლის რუსი სპეციალისტი ოლეგ ვასილენკო გაწვრთნის.

კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოლეგ ვასილენკო დაიბადა 1973 წლის 6 ოქტომბერს სტავროპოლში (რუსეთი) და ჰოლანდიელი მწვრთნელის, გუუს ჰიდინკის ყოფილ თანაშემწეს მდიდარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, ბოლოს ვლადიკავკაზის “ალანიას” თავკაცი გახლდათ, იქამდე კი სხვადასხვა დროს კურსკის “ავანგარდის”, სარანსკის “მორდოვიას” და ვორონეჟის “ფაკელის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მათივე ინფორმაციით, მას მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ოლეგ ვასილენკომ მწვრთნელობა 1996 წელს, “სტავროპოლში” დაიწყო.

ვრცლად: