თოვლჭყაპი და ძლიერი წვიმა- 17-19 იანვრის ამინდის პროგნოზი
აღმოსავლეთ საქართველოში 17-19 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
meteo.gov.ge-ის თანახმად 17 და 18 იანვარს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ქარი 22მ/წმ-მდე სიჩქარით. ტემპერატურა -2 +10 გრადუსი იქნება. 19 იანვარს ღამით ტემპერატურა -3-მდე დაიკლებს, ღამით ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, დღე ჰაერი +12-მდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და ძლიერი ყინვა.