2023 წელს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი 20 185 პირს დაერიცხა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 2023 წლის განმავლობაში 20 185 პირს დაერიცხა. დასაბეგრმა ხელფასმა კი, ჯამურად, 4,6 მილიარდი ლარი შეადგინა.
მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა, 2022 წელთან შედარებით 2 479-ით არის გაზრდილი. გასული წლის ივლისში 100 ათასზე მეტი ლარი ხელფასი 17 706 პირს დაერიცხა [ჯამურად 4,1 მილიარდი ლარი].
შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით 2023 წელს:
100-მდე ლარი ხელფასი დაერიცხა 5 001 პირს
100-დან 1 000-მდე ლარი ხელფასი დაერიცხა 72 694 პირს
1 000-დან 15 ათასამდე ლარი ხელფასი – 631 636 პირს
15 ათასიდან 100 ათასამდე ლარი ხელფასი კი – 463 318 პირს
ხელფასის ოდენობა და მიმღებ ფიზიკურ პირთა რაოდენობა 2023 წელში:
რაც შეეხება მთლიან შემოსავლებს [ხელფასი, მოგება და სხვა], 2023 წელში 100 ათასზე მეტი ლარი შემოსავალი 26 539-მა პირმა მიიღო [ჯამში 8,4 მილიარდი ლარი]. 2022 წელს კი, ამ ოდენობის მთლიანი შემოსავლების მიმღები პირების რაოდენობა 3 114-ით ნაკლები, 23 425 იყო [ჯამში 7,4 მილიარდი ლარი].