ახალი ამბები

რა ვითარებაა თელავში ვირუსის გავრცელების მხრივ

მაღალი სიცხე, სისუსტე, თავისა და სახსრების ტკივილი – ეს ჩამონათვალი სეზონური ვირუსის სიმპტომებია.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, ზამთარს თან ახლავს ვირუსული ინფექციების გავრცელება და მოსახლეობის ხშირი ავადობა.
„ბოლო პერიოდში, მოსახლეობის მომართვიანობა გაიზარდა. ყველაზე გამოხატული სიმპტომი მაღალი ცხელებაა. გახშირდა ვირუსის შემდგომი პნევმონიით მომართვიანობაც. განსაკუთრებული პრობლემა აქვთ რისკ ჯგუფის წარმომადგენლებს, მათ, ვინც ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. ვირუსის დროს, უჭირთ კვების დარეგულირება. თუმცა, ამ ეტაპზე, არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მდგომარეობის მართვა გაგვჭირვებოდა.
მოსახლეობას ვურჩევ ვაქცინაციას რათა ვირუსის შეხვედრის შემთხვევაში, ნაკლები გართულება დაფიქსირდეს. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე კი, დაიცვან დისტანცია და კარგი იქნება თუ დახურულ სივრცეში პირბადეს გამოიყენებენ”
– განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა