თელაველმა ტირის მსროლელმა დებმა ჯილდოები მოიპოვეს
თელავში მცხოვრებმა ტირის მსროლელმა ტყუპმა დებმა ჯილდოები მოიპოვეს. მარიამ ფროდიაშვილმა ვერცხლის, ხოლო სალომე ფროდიაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. შეჯიბრი სლოვენიურ რუსეში ტყვიის მსროლელთა „დიდ პრიზზე“, პნევმატური იარაღიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ტარდება.
,,ტურნირში სლოვენიაში, თავდაპირველად ახალგაზრდები ჩაებნენ – გოგონებიც და ბიჭებიც. გოგონებში 4, საკვალიფიკაციო ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარეს: მარიამ ფროდიაშვილმა 571 ქულა დააგროვა და შესარჩევის გამარჯვებული გახდა. სალომე 568 ქულით მესამე აღმოჩნდა”, – განაცხადეს საქართველოს სროლის ეროვნულ ფედერაციაში.