ახალი ამბები

ხორბლის იმპორტი 6.2%-ით შემცირდა

ხორბლის იმპორტი საქართველოში 6.2%-ით შემცირდა. ინფორმაციას Galt&Taggart-ი ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვაში აქვეყნებს.
ბოლო წლებში საქართველოში ხორბლის იმპორტის ჩანაცვლება ხდება ხორბლის ფქვილის იმპორტით და ადგილობრივი წარმოების ზრდით. 2023 წლის დეკემბერში ხორბლის ფასი თვიურად 2.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 7.1%-იანი კლება დაფიქსირდა. London Stock Exchange Group-ის (LSEG) მიხედვით, დეკემბერში უკრაინამ 2023 წლის მარტის შემდეგ რეკორდული ოდენობის ხორბალი და სიმინდი გაუშვა ექსპორტზე, მათ შორის აზიის მიმართულებითაც. გაზრდილი მიწოდება შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემის წყალქვეშა ნაღმთან შეჯახებამ გადაწონა. ამ ამბის ფონზე, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 2.1%-ით გაიზარდა. დამატებით, როგორც წინა მიმოხილვაში იყო აღნიშნული, პეკინი 2023 წელს რეკორდული ოდენობის ხორბლის შეძენას გეგმავდა, რამაც აშშ-ს მოსალოდნელზე ნაკლები ადგილობრივი მარაგები დაუტოვა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 56 მლნ დოლარი იყო.“, – ნათქვამია მიმოხილვაში.