რომელია ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში
საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცნობილი გვარების სამეულშია: ბერიძე, კაპანაძე და გელაშვილი; კაცებში სახელები, გიორგი, დავითი და ალექსანდრე, ხოლო ქალებში – ნინო, მარიამი და ანა.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.
ტოპ-10 გვარი:
ბერიძე – 29 963
კაპანაძე – 19 272
გელაშვილი – 18 328
მაისურაძე – 16 037
მამედოვი – 15 192
გიორგაძე – 14 210
მამედოვა – 13 426
ბოლქვაძე – 13 130
ლომიძე – 13 112
წიკლაური – 12 931
ტოპ-10 სახელი ქალის:
ნინო – 115 728
მარიამ – 71 157
ანა – 49 607
თამარ – 48 565
მარიამი – 47 745
მაია – 47 025
ნანა – 42 285
ელენე – 39 014
ნათია – 38 363
მანანა – 33 008
ტოპ-10 სახელი კაცის:
გიორგი – 193 466
დავით – 68 189
ალექსანდრე – 45 943
ლუკა – 44 364
ნიკოლოზ – 39 519
ირაკლი -36 110
ზურაბ – 29 584
საბა – 29 180
ლევან – 27 650
დავითი – 25 996