ახალი ამბები

„ექიმის ბიო-მარანის“ ღვინოები ექსპორტზე ბრიტანეთში გადის

„ექიმის ბიო-მარანის“ ღვინოები ექსპორტზე ბრიტანეთში გადის.

მარნის დამფუძნებელი მარინა კაკიაშვილი-რუაძე აცხადებს, რომ გარდა ბრიტანეთისა,2024 წლისთვის კიდევ 2 ახალი საექსპორტო ქვეყნის დამატება იგეგმება, რომელთა შორისაც არის დანია.

„ჩვენი ღვინოები ექსპორტზე უკვე 2022 წლიდან გადის იაპონიაში, მცირე რაოდენობით გავიდა ჰონკოგში. ახლა უკვე რამდენიმე დღეში გავალთ დიდ ბრიტანეთში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკელ ექსპორტიორებთან“, – აღნიშნა მარინა კაკიაშვილი-რუაძემ.

„ექიმის ბიო-მარანი“ ახაშენის მიკროზონაში დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული, რომლის წლიური წარმადობა 3 000-4 000 ბოთლი ღვინოა. „ექიმის ბიო-მარანი“ 3 ჯიშის ყურძნისგან, 5 სახეობის ღვინოს აწარმოებს, ესენია: საფერავი ტრადიციული ქვევრის, საფერავი ევროპულად დაყენებული, ხიხვი, რქაწითელი და ხიხვისა და რქაწითელის კუპაჟი.

 

ნახეთ ამავე თემაზე: 

 

სოფელ ჩუმლაყში წარმოებულმა ღვინომ ოქროს მედალი მიიღო