ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი გურჯაანში- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
სოფელ გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, რომელიც 1981 წლის 28 ივნისს გაიხსნა, დაცულია მსახიობის პირადი ნივთები. ეს ნივთები არაერთ საინტერესო ამბავს ინახავს.
აღნიშნულ სახლში გაატარა მსახიობმა სკოლის წლები. აქ გამოფენილი ფრანგული ფაიფური, სკულპტურა, ფერწერა და გრაფიკა ნატოს არისტოკრატული გვარის – ანდრონიკაშვილების დახვეწილ გემოვნებასა და ხელოვნების სიყვარულს აჩვენებს. ასევეა შენახული მის შესახებ დაწერილი წიგნები, სტატიები და მისი ფილმების ასლები. მუზეუმში კახეთისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული მასალებიცაა დაცული.
მსახიობი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მსახიობ მერაბ ვაჩნაძეზე გათხოვდა – სწორედ მის გვარს ატარებდა სიცოცხლის ბოლომდე. წყვილს ვაჟი შეეძინა, თუმცა ისინი მალევე დაშორდნენ. ნატოს მეორე ქმარი და უკანასკნელი სიყვარული კი ქართველი სცენარისტი და რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია გახლდათ. მათი შვილები ელდარ და გიორგი შენგელაიები ცნობილი კინორეჟისორები არიან.
ნატო ვაჩნაძე 1923-1952 წლებში 30-მდე ფილმშია გადაღებული. 1953 წლის 14 ივნისს, 49 წლის ასაკში, მსახიობი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ნახეთ ვრცლად მუზეუმებზე მომზადებული მასალა: