ახალი ამბები

ქართული ხარჩო CNN-ის საუკეთესო წვნიანების რეიტინგში მოხვდა

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთა შორის ქართული ხარჩოც მოხვდა.

„ტყემალი ამ ტრადიციულ ქართულ წვნიანს ანიჭებს მომჟავო, მოტკბო გემოს და ის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია საქართველოში“ – წერს გამოცემა.

CNN-ის აღნიშნულ რეიტინგში ასევე მოხვდა: უკრაინული – ბორშჩი, ნიგერიული – ბანგა, პორტუგალიური – კაბო ვერდე, ესპანური – გაზპაჩო, დასავლეთ აფრიკის – მიწისთხილის წვნიანი, ამერიკული – გამბო, ასევე ტაილანდური, იაპონური, ინდონეზიური და თურქული წვნიანები.