ახალი ამბები

ყვარელში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა- ფოტოები

ყვარელში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

ცენტრალურ მოედანზე მოეწყო საშობაო ბაზრობა, ელფების სახელოსნო და თოვლის პაპას ფოსტა.

გაიმართა მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული მსვლელობა ზღაპრის გმირების მონაწილეობით.

ახალი წლის დღეები ყვარელში გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი „ჰერიო“, მასტერი და ბენდი „მიქსტურა“ იღებდნენ მონაწილეობას.