სოფელ ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფელ ჭაბუკიანში ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად გაიხსნა.
საბავშვო ბაღის გახსნის საზეიმო მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სოფელ ჭაბუკიანში სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალი ბაღის გახსნის შემდეგ, პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.
პროექტის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 4,4 მილიონი ლარი შეადგინა.