ახალი ამბები

2013 წლამდე გამოშვებული მანქანები, რომელიც ჩამოსვლას ვერ ასწრებს, ჩვეულებრივ დარეგისტრირდება

2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები, რომელიც 1-ელ იანვრამდე ჩამოსვლას ვერ ასწრებს, ჩვეულებრივ დარეგისტრირდება.

ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე წერს.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულზე შეთანხმება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მოხდა.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში რამდენჯერმე გაიმართა ავტო იმპორტიორებისა და ავტო იმპორტთა ასოციაციის შეხვედრა. ვისაც გაინტერესებთ, შეხვედრებმა რა მოიტანა, გეტყვით. ყველა ავტომფლობელი, რომლის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ბირკით 2013 წლის ქვემოთ არის და ამა წლის 1 დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, გზაშია და 1-ელ იანვრამდე არ ესწრება ჩამოსვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებით ისარგებლებენ და ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან. დადგენილება მზადდება და ოფიციალურად საზოგადოებას საჯაროდ ეცნობება. ყველას დიდი მადლობა, ვინც გულშემატკივრობდა, აქტიურობდა და გვერდში დაგვიდგა. მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ ერთმანეთის გვერდში დგომას და კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია, თუ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობა გვაქვს განზრახული!”,- წერს ალექსი ნონიაძე.

ცნობისთვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება.