სიღნაღში საშობაო ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება გაიმართება
სიღნაღში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტერიტორიაზე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და ეწყობა საბავშვო გასართობი სივრცეები და ფოტოზონები.
18:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი ბავშვებთან ერთად, სიღნაღის მთავარ ნაძვის ხეს საზეიმოდ აანთებენ.
საღამოს გაიმართება კონცერტი, რომელშიც თეატრალურის კვარტეტი და ბენდი „გუფი ლენდი“ მიიღებენ მონაწილეობას.

