გომბორის გზაზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ35-კმ60 (სოფ. თეთრიწყლები-თელავის შესასვლელი) მონაკვეთზე გზა გაწმენდილია.
მათივე ინფორმაციით, დაწესებული შეზღუდვები ამ დროისთვის მოხსნილია და გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

