„გსმენიათ ოდესმე ჩურჩხელაზე?“ – EBRD „ბადაგის“ ჩურჩხელაზე პოსტს აქვეყნებს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) Facebook გვერდზე გამომწერებს საახალწლოდ და საშობაოდ ჩურჩხელას გასინჯვის რეკომენდაციას აძლევს.
ტექსტი შემდეგი კითხვით იწყება – „გსმენიათ ოდესმე ჩურჩხელაზე? ის ჯანსაღი სნიკერსის ქართული ვერსიაა“.
,,ქართული ჯანსაღი ტკბილეული ყურძნის წვენის, თხილისა და ფქვილისგან მზადდება და ის საშობაო და საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია. მას ნახავთ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა ბაზარსა და
ჩურჩხელას ბაზრის ადგილობრივი ლიდერი „ბადაგი“ ნედლეულს და ინგრედიენტებს კახეთის ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს. „ბადაგს“ აქვს 4 მაღაზია თბილისში და ერთი ბათუმში და გაფართოვდა სწრაფი კვების ქსელებში, როგორიცაა Wendy’s და Dunkin’ Donuts.
ჩვენ დავეხმარეთ „ბადაგს“ ზრდასა და განვითარებაში ექსპერტების რჩევებით. ჩვენმა რჩევებმა მათ საშუალება მისცა დაექირავებინათ და მოემზადებინათ ახალი პერსონალი, გაეფართოებინათ საწარმოო ქარხანა და გაეხსნათ ოთხი ახალი ფილიალი“, – წერს EBRD სოციალურ ქსელში.