ახალი ამბები

ძლიერმა სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა- ფოტოები

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და მოსულმა წვიმამ დააზიანა 18 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ქარმა მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქალაქის ნაწილში აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ, მოხდა გზების გაწმენდა.

სიტუაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი ადგილზე გაეცნენ. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.