სოფელ გურჯაანის ,, ქაშუეთის” ეკლესია- ადგილი რომელიც უნდა ნახოთ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურჯაანის ,,ქაშუეთის” ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა და განეკუთვნება მე – 18 საუკუნეს.
ისტორიკოსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აცხადებს, რომ ეკლესია გადმოცემით ადრე მამათა მოქმედი მონასტერი ყოფილა. გასული საუკუნის 20- იან წლებში კი ანტირელიგიური მოძრაობის დროს, ბოლშევიკებს მონასტერი დაურბევიათ.
მისივე თქმით, მონასტერში დაცული ძვირფასი ხატები მაშინ უგზოუკვლოდ დაკარგულა.
,,მამა ილიას ინიციატივით და გურჯაანი- ველისციხის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის მეუფე ექვთიმეს თანადგომით, წელს ,,ქაშუეთის” ეკლესია იკურთხა და მოქმედი გახდა. ეკლესიას მინიჭებული აქვს, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი( 1906 წლიდან)”,- აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.