დედოფლისწყაროში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უახლოეს პერიოდში დაიწყებს მუშაობას.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას სავარაუდოდ მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას. მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მუშაობა.
,,პირველად დედოფლისწყაროს ისტორიაში, დაინიშნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ვფიქრობ ჩვენს მუნიციპალიტეტს ძალიან მოუხდება. მზადება ამისთვის უკვე მიმდინარეობს და ხდება განსაზღვრა სად გაკეთდება გაჩერებები, მონიშვნები, საგზაო ნიშნები, ასევე ვმუშაობთ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს გადახდის სისტემა. გვინდა ამ საკითხს მომზადებულები შევხვდეთ და იმედი გვაქვს მომავალ წელს, გაზაფხულზე, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, 2 ახალი თანამედროვე ავტობუსი შემოვა და შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას”,- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.