9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, გურჯაანში 22 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, გურჯაანელი 9 წლის ნიკა ქაჩლიშვილის გარდაცვალების გამო, გაუქმდა 22 დეკემბერს დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებები.
რამდენიმე თვის წინ, ნიკას მოულოდნელად, აპლასტიური ანემია დაუდგინდა და საოპერაციოდ თურქეთში იყო გადაყვანილი. ის ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
knews.ge სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.