ევროინტეგრაცია და ახალგაზრდები
გადაცემათა ციკლი ეძღვნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებას. განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ჩვენს საზოგადოებას ამ მიმართულებით აღელვებს და აახლოვებს გზას ევროკავშირამდე.
გადაცემაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რას ფიქრობენ ახალგაზრდები ევროინტეგრაციის პროცესზე, ქვეყნის ევროპულ მომავალზე და სად ხედავენ საკუთარ თავს წლების შემდეგ. ევროკავშირი ხელს უწყობს ახალგაზრდების უნარების განვითარებას და განათლებას და ტრენინგს, ასევე მათ მონაწილეობას სამოქალაქო, კულტურულ, აკადემიურ და პროფესიულ გაცვლით პროგრამებში.