როგორი ამინდია მოსალოდნელი კახეთის რეგიონში 15 დეკემბრამდე
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
აღმოსავლეთ საქართველოში ცივი ამინდია მოსალოდნელი.
„კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 15 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლი, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.