ლაგოდეხში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა მიმდინარეობს
ქალაქ ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა თემში, დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვა გრძელდება.
მოსახლეობას შეხვდნენ და სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტს 5 060 000 ლარი გამოეყო. მერიის სტიქიის მუდმივმოქმედი კომისიის წევრების მიერ დათვლილი და შესწავლილი იქნა დაზარალებული ოჯახების რაოდენობა და მდგომარეობა.
სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული დახმარება გაეწია, სტიქიისაგან დაზარალებულ 367 კერძო საცხოვრებელი სახლს, 18 საერთო საცხოვრებელს, ახალი სახურავით გადაიხურება 3 ადმინისტრაციული შენობა. სტიქიით დაზარალებულ 90 ოჯახს გადაეცემა თუნუქი და ხე- მასალა.