რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს უნივერსიტეტი ქეთოსთვის?
ქეთო მჭედლიშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მე-4 კურსის სტუდენტია და უნივერსიტეტი მისთვის ოჯახურ ატმოფეროსთან ასოცირდება.
როგორც ამბობს, „საქართველოს უნივერსიტეტი ჩემთვის არ არის მხოლიდ ადგილი, სადაც ვსწავლობ. სინამდვილეში, ადამიანებია, რომლებიც ამ უნივერსიტეტს ქმნიან, რომლებისთვისაც სტუდენტები, პირველ რიგში, მეგობრები არიან.“
სანამ კონკრეტულ უნივერსიტეტზე არჩევანს გააკეთებდა, მისთვის პრიორიტეტი იყო შეერჩია ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც შესაძლებლობებისა და ენერგიის სწორად წარმოჩენაში დაეხმარებოდა:
„ვფიქრობ, ეს უნივერსიტეტი ზუსტად მიბრუნებს იმ ენერგეტიკას, რომელსაც გავცემ. მთელი გამორჩეულობაც ამაშია, რომ არ მეგულება ადგილი, სადაც სტუდენტებს იმდენი შესაძლებლობა, შანსი, გამოწვევა და მოტივაცია აქვთ, რამდენიც ჩვენთან.
აბსოლუტურად ყველა ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თუნდაც მე, რაღაც ახალი ვისწავლო, შევძლო, გამოვცადო და დავამტკიცო.“
ქეთო საქართველოს უნივერსიტეტმა დაარწმუნა, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, აქ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ როგორც წამახალისებელ, სამოტივაციო და პრაქტიკულ პროექტებში, ასევე საერთაშორისო დონის პროექტებში.
„გაზაფხულის სემესტრში საქართველოს უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მივიღე პროექტში “Invisible cities”. ეს ჩემი პირველი საერთაშორისო პროექტია. “უხილავი ქალაქების” ფარგლებში მოვამზადეთ ვიდეო რეპორტაჟი საქართველოში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებზე, რომელიც შემდგომ ბელგიაში, ანტვერპენში წარვადგინეთ.
ამ პროექტმა მომცა უდიდესი გამოცდილება, რადგან Ap University Of Applied Sciences And Arts – ში გატარებული 10 დღის განმავლობაში ურთიერთობა გვქონდა ძალიან ბევრი ქვეყნის ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებთან, რომლებთან ერთადაც მოგვიწია ანტვერპენში ჟურნალისტურ ნამუშევრებზე მუშაობა. გავეცანით იქაურ ჟურნალისტურ სტანდარტებს, დავამყარეთ საერთაშორისო კონტაქტები და ვისწავლეთ და ჩვენს მენტორთან ერთად ასევე გავუზიარეთ ძალიან ბევრი რამ. თუმცა ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტით შევიძინე, ვფიქრობ, ურთიერთობაა უცხოელ კოლეგებთან“ – ამბობს ქეთო.
საუბრის დასასრულს, როგორც ქეთომ გვიამბო, საქართველოს უნივერსიტეტში მრავალფეროვანი აკადემიურ საქმიანობის გარდა, აქ სტუდენტების გართობა და სიამოვნებაც კი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უნივერსიტეტისთვის. ამისთვის სწორ დროს და სწორ ადგილას ყოფნაა საჭირო და უნივერსიტეტის შერჩევის დროს სწორი ღირებულებების გათვალისწინება.