ახალი ამბები

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს – NDI-ის კვლევა

ოთხი წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი მეტ ფულს გამოიმუშავებს, თუმცა მეტი შემოსავლის მიუხედავად, უმრავლესობას ხუთი წლის წინანდელთან შედარებით იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ. ამის შესახებ NDI-ს დღეს გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევაში ჩართული პირების უმრავლესობის თქმით, მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში კი ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ მათი ოჯახი ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების დასახლებებს, ამ შემთხვევაში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს.

ამასთან, სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირად ღირებული ნივთების შეძენა ყველაზე მეტად შეუძლია.