შსს – 9 თვეში, საქართველოში, სამოხელეო დანაშაულის 311 შემთხვევა დაფიქსირდა
მიმდინარე წლის 9 თვეში, საქართველოში, სამოხელეო დანაშაულის 311 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 54 გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 37, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 145, განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების 16, ქრთამის აღების 26, ქრთამის მიცემის 6, ზეგავლენით ვაჭრობის 3, სამსახურებრივი სიყალბის 19 და სამსახურებრივი გულგრილობის 59 შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სამოხელეო დანაშაულის 432 ფაქტი დარეგისტრირდა, შესაბამისად, აღნიშნული დანაშაული 28.01%-ით შემცირდა.