თელავის სოფლებში სტიქიისგან დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფშაველში, ლალისყურსა და ნაფარეულში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, რეაბილიტაცია უტარდება 70 საცხოვრებელი სახლის სახურავს.
უწყებაში განმარტავენ. რომ მიმდინარე სამუშაოებზე კი ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 083 897 ლარი იხარჯება.