მეორე დღეა კახეთში, ტყეში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან
თუშეთისაკენ მიმავალ გზაზე, თელავს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურის ტყეში, ცეცხლის რამდენიმე კერაა. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია გაჩენილი.
სტიქიის ზონაში ქრობით სამუშაოებში უკვე ჩაერთო ცოცხალი ძალა. ათობით მეხანძრე- მაშველი სამუშაოებს ამ დრომდე ახორციელებს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერ არ მომხდარა. მეხნძრე- მაშველებს, ხანძრის ქრობის პროცესში, ადგილობრივებიც ეხმარებიან.
ცეცხლის კვამლი ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. რა ფართობზეა ცეცხლი მოდებული, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.