30 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის 23 გრადუსამდე გაზრდაა მოსალოდნელი
30 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, 1-3 დეკემბერს კი, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.