საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და მისი ქმარი მოკლა, წარსულში ყოფილ მეუღლეზე ძალადობის მუხლით იყო დაკავებული, მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება ორი თვის წინ დატოვა.
მედიის ცნობით, ინფორმაციას ადასტურებს თავად დაჭრასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის, იაკუბ ხიხავაროვის ბიძა.
ასევე, ბიძის განცხადებით, კაცს ყოფილ ცოლსა და მის მეუღლესთან, რომელიც, ასევე, მისი ბავშვობის მეგობარი იყო, კონფლიქტი ჰქონდა. ბრალდებული მიმალვაშია. მას პოლიცია ეძებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში გუშინ მოხდა. ადგილობრივების თქმით, კაცმა ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი მისი მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი კი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული.