კახეთში, ყოფილი მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა
კახეთში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა.
მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი მეუღლე კი მოკლა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილმა მრავლობითი ჭრილობები ჯერ ყოფილ ცოლს მიაყენა, შემდეგ კი, მის მეუღლეს რამდენჯერმე ესროლა – 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ თულარში მოკლული მამაკაცი, 35 წლამდე ასაკის ხეირ ხაბაროვია. პოლიცია ამ დრომდე ეძებს, 36 წლის მამაკაცს. შემთხვევის დროს სახლში 3 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, კაცმა მძინარე ჯაფაროვს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. სახლში იმყოფებოდა ჯაფაროვის დედაც, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქალი ქმარს დაახლოებით 6 თვის წინ დაშორდა და ჯაფაროვთან გადავიდა საცხოვრებლად, ამის გამო ყოფილი ქმარი მათ ხშირად ემუქრებოდა. როგორ განვითარდა კონფლიქტი, ადგილობრივებს ინფორმაცია არ აქვთ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით მიმდინარეობს.