მოსახლეობის 55% ყველაზე მწვავე პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს – IRI
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, საქართველოში მოქალაქეთა ნახევარზე მეტი – 55% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უმუშევრობაა. სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებს შორის მაღალი ფასები და სიღარიბე სახელდება.
პასუხების მიხედვით, მოსახლეობის შეფასებები ასე ნაწილდება:
უმუშევრობა – 55%;
ცხოვრების ხარჯები, მაღალი ფასები – 39%;
სხვა ეკონომიკური პრობლემები – 16%
სიღარიბე – 13%;
განათლება – 8%
დამატებით, გამოკითხულთა 44% თვლის, რომ საქართველოში ბოლო 1 წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. უფრო ზუსტად, 26%-ის აზრით ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 18% ფიქრობს, რომ მდგომარეობა ძალიან არის გაუარესებული. 30% მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საერთოდ არ შეცვლილა, 21%-ის აზრით გარკვეულწილად გაუმჯობესდა, ხოლო 2% თვლის რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა. გამოკითხულთა 2%-ს პასუხი არ აქვს ან თავს იკავებს შეფასებისგან.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში, რესპონდენტებთან პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1200 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 73%, ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტია.