სოფელ ახალსოფლის სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გაიხსნა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი ოფიციალურად გახსნეს – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ახალსოფლის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი მოიცავს სპორტულ დარბაზს და მაყურებლისთვის გათვლილ სივრცეს, მოეწყო გასახდელი და გუნდების დაბინავებისათვის განკუთვნილი ოთახები.
მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით გახორციელდა და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 788 ათასი ლარი შეადგინა.