სოფელ იორმუღანლოში ეთნო ფესტივალი გაიმართება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ავთანდილ გულიკაშვილის ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, სოფელ იორმუღანლოში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ, ეთნო ფესტივალი გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება, სადაც მსმენელის წინაშე, მოწვეული მომღერალი, მანანა ჯაფარიძე წარსდგება ცნობილი ქართული და აზერბაიჯანული რეპერტუარით.