სკოლა-ბიზნეს ფორუმის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი თელავში
სკოლა-ბიზნესის ფორუმი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, რომლის მიზანსაც სკოლებისა და კერძო სექტორის დაკავშირება და სკოლის საჭიროებების მოგვარების პროცესში კერძო სექტორის ჩართვა წარმოადგენს.
პროექტის მიზანს, რომელიც ქალაქ თელავის N6 საჯარო სკოლაში განხორციელდა, წარმოადგენდა არაფორმალური მწვანე სივრცის შექმნა სასკოლო საზოგადოებისათვის. ბადაგონის ფინანსური მხარდაჭერით, სკოლაში შექმნილი მწვანე სივრცე, სასკოლო საზოგადოების წევრებს საშუალებას მისცემს შეხვედრის, აქტივობების დაგეგმვის, კინოჩვენებების გამართვის, ღონისძიებების მოწყობის, დასვენების და გართობის საშუალებას. სივრცეს ექნება სარეკრეაციო ზონის ფუნქცია.
ვრცლად ნახეთ ვიდეოში: