ქრთამის აღების შემთხვევები გაიზარდა – შსს
წელს საქართველოში ქრთამის აღების შემთხვევები გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 9 თვეში, ქრთამის აღების 26 ფაქტი გამოვლინდა, რაც წლიურად 8.33%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ იანვარ-სექტემბერში სამოხელეო დანაშაული წლიურად 28%-ით შემცირდა და ერთადერთი მიმართულება, სადაც ზრდა ფიქსირდება, სწორედ ქრთამის აღებაა.
უფრო დეტალურად, 9 თვის განმავლობაში სულ 311 სამოხელეო დანაშაული გამოვლინდა, გახსნის მაჩვენებელი კი 17.36%-ია.
კერძოდ, იანვარ-სექტემბერში რეგისტრირებულია:
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 37 შემთხვევა – წლიური კლება 42.19%;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 145 შემთხვევა – წლიური კლება 22.46%;
განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულების 16 შემთხვევა – წლიური კლება 20%;
ქრთამის აღების 26 შემთხვევა – წლიური ზრდა 8.33%;
ქრთამის მიცემის 6 შემთხვევა – წლიური კლება 25%;
ზეგავლენით ვაჭრობის 3 შემთხვევა – წინა წელთან შედარებით უცვლელია;
სამსახურებრივი სიყალბის 19 შემთხვევა – წლიური კლება 59.57%;
სამსახურებრივი გულგრილობის 59 შემთხვევა – წლიური კლება 23.38%.