როგორი ამინდია მოსალოდნელი 13-15 ნოემბერს კახეთში
13 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 13 ნოემბერს შენარჩუნებული შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 14 ნოემბერს დღისით ზოგან შესაძლოა იწვიმოს. 15 ნოემბერს კი ისევ უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.