საგარეჯოში 29 წლის მამაკაცი მოკლეს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 29 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.
შემთხვევა სოფელ ქეშალოში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქორწილში, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფულთან დაკავშირებით დაიწყო, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, მკვლელობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.