პრემიერი- 10 ტურისტულ ქალაქში, მათ შორის თელავში, მასშტაბური სამუშაოები დაიწყება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით კიდევ 50 მილიონი ლარი გამოიყოფა – 10 ტურისტულ ქალაქში მასშტაბური სამუშაოები დაიწყება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„2024 წელს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. 10 ქალაქში მასშტაბურ სამუშაოებს დავიწყებთ. 10 ტურისტული ქალაქი გამოვყავით: ბორჯომი, ყაზბეგი, მესტია, ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ა.შ. რაც შეეხება, თბილისსა და რეგიონებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებს, დამატებით 110 მილიონი ლარი გამოიყოფა. რეგიონებისთვის, საბოლოდ, 450 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. მაგრამ ჯერ შეიძლება კიდევ დავამატოთ და 500 მილიონ ლარამდე ვფიქრობთ დამატებას. ამ დროისთვის, რეგიონებში 450 მილიონი ლარი მიემართება, რომელიც რეგიონებში გადანაწილდება და საინტერესო პროექტების განხორციელებას დაიწყება“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.