სამოქალაქო აქტივისტები დემოკრატიის განვითარებისათვის
გადაცემაში ,,ღია ეთერი” ვსაუბრობთ კახეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემაში ვსაუბრობთ იმ ახალი ჯგუფის შესახებ, რომელიც თელავში აქტივისტებმა შექმნეს. მოგიყვებით ,,თავისუფლების მოედნის“ შესახებ, რომლის მთავარი ფუნქცია თელავში დემოკრატიულ პროცესების ხელშეწყობა იქნება. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ,,თავისუფლების მოედნის“ წევრები არჩილ მჭედლიშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი.