ახალი ამბები

პრეზიდენტი- შემაშფოთებელია, როცა ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და სჯერათ, რომ საკუთარ სახლში არიან

ძალიან შემაშფოთებელია, როცა საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს წვრილი ხაზი და ეს ხაზი უნდა შენარჩუნდეს, რათა მომავალში არ გვქონდეს ისეთი ინციდენტები, რომლებიც რუსეთს საშუალებას მისცემს გამოიყენოს თავისი საყვარელი დოქტრინა რუსულენოვანი მოქალაქეების დაცვის შესახებ“.

კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.

„სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.