ახალი ამბები

სოფელ ჩუმლაყში მოქმედი კომპანიის წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე საფრანგეთშიც გავა

კომპანია „კეთილი და პატიოსანი“ პროდუქციას ექსპორტზე საფრანგეთშიც გაიტანს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროდუქცია უკვე მზადაა.

„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიმართულებით. საფრანგეთში ჩვენს პროდუქტს კვლევების შედეგად მიენიჭა A კატეგორია, სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვასხით საფრანგეთში გასაგზავნი პროდუქცია.“-აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

მისივე განმარტებით, ნატურალურ პროდუქტზე მოთხოვნა როგორც ევროპულ ისე ადგილობრივ ბაზარზე მაღალია. „კეთილი და პატიოსანი“ ბაზარზე წარმოდგენილია 8 სახეობის პროდუქტით, თუმცა ახალ მიმართულებებზე მუშაობა გრძელდება.

„2014 წელს შეიქმნა კომპანია. თავდაპირველად, საქმიანობა სამაცივრე მეურნეობით დავიწყეთ და ძირითადად ხილის ექსპორტით ვიყავით დაკავებული. ამ პროცესში გამოჩნდა ძალიან ბევრი არასტანდარტული ხილი. აქედან გამომდინარე, 2017-ში გაჩნდა იდეა, რომ დაგვეწყო ამ ხილის გადამუშავება. ამის შემდეგ მივიღეთ ყველა პროდუქტის ხილფაფები. 2019 წლიდან კი შეიქმნა „კეთილი და პატიოსანი“. ასევე ჩავერთეთ სოუსების წარმოების მიმართულებითაც.
შეიქმნა ბრენდი „პოპორელი“, დავაფინანსეთ აგროტური საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოვიარეთ საქართველოს ყველა კუთხე და ძველი რეცეპტები გავათანამედროვეთ. შედეგად, მივიღეთ ძალიან საინტერესო პროდუტი. მაგალითად, წითელი ტყემლის და ჭარხლის სინთეზი – წოწოლა. ალუბლის საწებელი ალუმის სახელობით, ყველა მათგანი არის ნატურალური და მათ წარმოებაში არანაირი ქიმიური ჩარევა არ ხდება“-
აცხადებენ კომპანიაში.