ახალი ამბები

პარლამენტი ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 700 ლარამდე გაზრდაზე მსჯელობს

პარტია „მოქალაქეები “ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდას ითხოვს პარტია „მოქალაქეების“ ხელმძღვანელი ონლაინ ვაჭრობის გზით შეძენილ ნივთებზე განბაჟების ლიმიტის 300 ლარიდან 700 ლარამდე გაზრდას ითხოვს.

საკითხი ალეკო ელისაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დააყენა. 2009 წლიდან 300 ლარზე მეტი ღირებულების საფოსტო გზავნილები განბაჟებას ექვემდებარება. ელისაშვილს მიაჩნია, რომ ლარის დევალვაციის გათვალისწინებით ლოგიკური იქნება თუ ეს ზღვარი 700 ლარამდე გაიზრდება.

„2009 წლამდე 1500 ლარიანი ლიმიტი იყო, ახლა 300 ლარიანი ლიმიტი მოქმედებს. თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ დღევანდელი 300 ლარი ოდნავ მეტია 100 დოლარზე. შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ ლოგიკური და ადექვატური იქნებოდა ლარის დევალვაციის გათვალისწინებით ეს ზღვარი გაიზარდოს 700 ლარამდე“, – აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ცვლილებები უნდა შევიდეს საბაჟო და საგადასახადო კოდექსებში.