ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიებები გაიმართება
28 ოქტომბერს გიორგი ანწუხელიძის ხსოვნის პატივსაცემად მის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში გაიმართება ყოველწლიური ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქვემო ალვანის ცენტრში ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა, ასევე გაიმართება დოღი (ტრადიციული თუშური დატირება დალაობით), ჩემპიონატი კიკბოქსინგში და მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიება ჩატარდება ქვემო ალვანის ცენტრში 12:00 – 17:00 საათზე.
ღონისძიების დეტალური დღის წესრიგი:
12.30 -13.30 ანწუხელიძის ბიუსტის გახსნა და გვირგვინით შემკობა; გიორგი ანწუხელიძის გახსენება (ახლობლები, მეგობრები…);
13.30 – 15.30 ტრადიციული დალაობა და დოღი; გამარჯვებულების დაჯილდოება;
ღონისძიების მსვლელობის პარალელურად მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატების ნაწარმისა და კვების ობიექტების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მსვლელობის პარალელურად გაიმართება ჩემპიონატი კიკ-ბოქსინგში.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორები არიან: „თუშეთის განვითარების ფონდი“, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, კიკბოქსინგის ფედერაცია, თუშური ჯიშის ცხენის საჯინიბო, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, ქვემო და ზემო ალვანის სკოლები, ახალგაზრდული ცენტრი “ეკო-ბანაკი”.