ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტში ფესტივალი “აღმოაჩინე მაღრაანი” გაიმართება

დღეს ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში ფესტივალი “აღმოაჩინე მაღრაანი” გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის მიზანი მაღრაანის თემში შემავალი სოფლების ტურისტული პოტენციალის, მათ შორის უძველესი გასტრონომიის, ადგილწარმოშობის ღვინო ქისის, გამორჩეული ავთენტური ცხოვრების და უძველესი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა.

“28 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის თემში, ადგილობრივი ქალების სათემო ორგანიზაცია “ქალების ძალა მაღრაანისთვის” ინიციატივით და ევროკავშირის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის, კონარდ ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის “აღმოაჩინე მაღრაანი” ფარგლებში ფესტივალი გაიმართება. პროექტს ასევე მხარს უჭერს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ფესტივალი დაიწყება 12 საათზე სოფელ მაღრაანში რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ადგილობრივი სამზარეულოს დეგუსტაცია მასტერკლასები, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა გაყიდვა და მცირე ტური მაღრაანის უნიკალური რესურსების გასაცნობად.”- აღნიშნულია ინფორმაციაში.